სიახლეები

11 მაისი 2016

შეხვედრა სამეგრელო-ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები რაჭა-ლეჩხუმსა და სამეგრელო-ქვემო სვანეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე, გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს 2015 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2016 წელს მოსალოდნელი წინასწარი პროგნოზები გააცნეს.

სპეციალისტებმა, რეგიონში არსებული ბუნებრივი საფრთხეები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

სხვა სიახლეები