სიახლეები

13 მაისი 2016

მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრეძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების შეხვედრები რეგიონებში გრძელდება, ამჯერად სპეციალისტები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის ხელმძღვანელობას სამეგრელო-ზემო სვანეთში 2015 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2016 წელს მოსალოდნელი წინასწარი პროგნოზები გააცნეს.

სპეციალისტებმა გეოლოგიური კუთხით არსებული ბუნებრივი საფრთხეების შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები