სიახლეები

17 მაისი 2016

თანამედროვე სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენების განხილვა

სასტუმრო ”ვერე პალასში“ სოფლის მეურნეობის სფეროში სატელიტური მეტეოროლოგიური მონაცემების  გამოყენების შესახებ იმსჯელეს.

  შეხვედრა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და   მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები და საერთაშორისო   ექსპერტები  ესწრებოდნენ.

 შეხვედრაზე მხარეებმა  საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამედროვე სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები განიხილეს.

 თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა  ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის სფეროში განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში გვალვებით გამოწვეული შესაძლო  მატერიალური ზარალის თავიდან აცილებას.    

სხვა სიახლეები