სიახლეები

19 მაისი 2016

თამარ ბაგრატია სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციაზე გეოლოგიის დარგის გავნითარებაზე, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

თამარ ბაგრატიამ დამსწრე საზოგადოებას გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობა გააცნო და სააგენტოში გეოლოგიის კუთხით მიმდინარე საერთაშორისო პროექტებზეც ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლისას სააგენტოს უფროსმა აღნიშნა, რომ გეოლოგიის როგორც დარგის განვითარება სააგენტოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს , მნიშვნელოვანია ასევე კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და საერთაშორისო პროექტების განხორციელება.

შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ მასწავლებლები, სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები