სიახლეები

30 ივნისი 2014

პროექტი: მცხეთა-მთიანეთის საშიში გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის შფასება და ღონისძიებების დასახვა“

2014 წლის 30 ივნისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში "მცხეთა-მთიანეთის რეგიონში საშიში გეოლოგიური პროცესების საშიშროების რისკის შეფასება და დამცავი ღონისძიებების დასახვის" პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, გეოლოგიის დეპარტამენტის, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს და ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტები. პროექტის ფარგლებში მოხდება დუშეთის მუნიციპალიტეტში მთავარი საავტომობილო მაგისტრალის გასწვრივ არსებული საშიში გეოლოგიური პროცესების შეფასება, თანამედროვე მეთოდოლოგებით საშიშროების რისკის რუკის შედგენა, დაძაბულ უბნებზე რეკომენდაციების გაცემა და საველე კვლევების შედეგად შერჩეულ 5 უკიდურესად სენსიტიურ უბანზე მოეწყობა თანამედროვე მონიტორინგული ქსელი.

სხვა სიახლეები