სიახლეები

03 ივნისი 2016

ახალი საგრანტო ხელშეკრულება

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და „საერთაშორისო დახმარების პოლონურ ცენტრს“ შორის საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

პროექტი წყალდიდობების წინაამღდეგ ჰიდრავლიკური მოდელირების სწავლებასა და სააგენტოს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში თანამშრომლები გაივლიან სხვადასხვა ტრენინგს ჰიდროლოგიური მოდელირების თემებზე, მომზადდება ავარიულ რეჟიმში ჟინვალის წყალსაცავის მოდელირებული სცენარი, სააგენტოს გადაეცემა ArcGIS-ის ლიცენზირებული პროგრამა, ასევე შეიქმნება უახლესი ბიბლიოთეკა ჰიდროლოგიურ და გეოლოგიური თემატიკაზე.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისთვის პოლონეთის თანამშრომლობის პროგრამის მიერ.

სხვა სიახლეები