სიახლეები

06 ივნისი 2016

6 - 12 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

6 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.

ჰაერის ტემპერატურა +23, +28° იქნება. 7 - 10 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა +20, +25° - ის ფარგლებშია მოსალოდნელი.

11 – 12 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ცალკეულ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 3 - 4 გრადუსით მოიმატებს.

სხვა სიახლეები