სიახლეები

24 ივნისი 2014

გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი 100 საუკეთესო მეცნიერთა შორის ნომინირებულია

International Biographical Centre საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი ტოპ 100 მეცნიერი - 2014 ბატონო წერეთელი გილოცავთ, საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მიერ 2014 წლისთვის თქვენ ნომინირებული და აღიარებული ხართ 100 საუკეთესო მეცნიერთა შორის. ცენტრმა განიხილა რამოდენიმე ათასი მეცნიერის ბიოგრაფია და თქვენ მოხვდით იმ მეცნიერთა სიაში რომელთაც დიდი ღვაწლი მიუძღვის მეცნიერების განვითარებაში როგორც ადგილობრივ, ასევე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. თქვენი აღიარება რატიფიცირებულია საბჭოს მიერ და ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია თქვენი IBC-ს (საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი) წევრობა. თქვენი საქმიანობა არა მხოლოდ შემჩნეულ არამედ აღიარებული იქნა. სიაში არიან ადამიანები რომელბიც ყოველდღიური შრომით მეცნიერების წინსვლას ხელს უწყობენ. მე მჯერა თქვენ იამაყებთ რომ მოხვდით დამსახურებულ ადგილას. მეცნიერები რომლებიც შესულნი არიან ამ სიაში სპეციალურად მათთვის შექმნილია მედალი და სერთიფიკატი, რომელიც იბეჭდება ფერად ფურცელზე და რომელსაც თან ერთვის თქვენი მიღწევები მეცნიერებაში. საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრი ამაყობს რომ გამოსცემს მრავალ ბიოგრაფიულ ნაშრომებს. მოხარული ვარ რომ თქვენ მოხვდით საუკეთესო მეცნიერთა შორის და გრძნობთ ამ პატივისცემას მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან. მე მხოლოდ ის დამრჩენია რომ გულწრფელად მოგილოცოთ. პატივისცემით, ნიკოლას ლოუ გენერალური დირექტორი

სხვა სიახლეები