სიახლეები

13 ივნისი 2016

13 - 19 ივნისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

13 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31° იქნება.

14 – 15 ივნისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა მოიმატებს +33, +38° - მდე, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი ქარი.

16 ივნისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +21, +26° - მდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში +25, +30° იქნება.

17 – 19 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 3 - 4 გრადუსით მოიმატებს.

სხვა სიახლეები