სიახლეები

21 ივნისი 2016

სპეციალისტების ვიზიტი ჰოლანდიაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად „წყლის სფეროში ცოდნის გაზიარება“ პროგრამის ფარგლებში ჰოლანდიაში იმყოფებოდა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ნიდერლანდებში არსებულ წყლის მართვის სისტემას,მონიტორინგის პროგრამებს და წყლის ხარისხის შეფასების მეთოდოლოგიის პრინციპებს და მიდგომებს გაეცნენ. 

სააგენტოს სპეციალისტებმა ქიმიური, ბიოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს და მოდელირების უახლეს ტექნოლოგიებსაც გაეცნენ

ვიზიტის ფარგლებში UNESCO-IHE წყლის განათლების ინსტიტუტში, ჰოლანდიის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის სამინისტროში და წყლის მართვის ორგანიზაციებში გაიმართა შეხვედრები.

 

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა, რაც ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას წყლის მართვის სფეროში.

სხვა სიახლეები