სიახლეები

22 ივნისი 2016

ჰაერის ინდიკატორული გაზომვები გრძელდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები დამონტაჟდა.

მიმდინარე წლის ივნისის თვეში ინდიკატორული გაზომვების მე-4-ე ეტაპი განხორციელდა. მილაკები საქართველოს მასშტაბით 16 ქალაქში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზესტაფონი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი, ახალციხე, გორი, კასპი, სამტრედია, მცხეთა, ოზურგეთი, სენაკი, ფოთი,ხაშურში 61 წერტილში განთავსდა.

ინდიკატორული გაზომვების საშუალებით შესაძლებელი იქნება ატმოსფერულ ჰაერში გოგირდისა და აზოტის დიოქსიდების, ასევე ოზონისა და ბენზოლის შემცველობა დადგინდეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მილაკები დალუქული სახით დიდი ბრიტანეთის აკრედიტირებული ლაბორატორიაში გადაიგზავნება.

გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაძლებლობა ექნება თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად შეისწავლოს.

სხვა სიახლეები