სიახლეები

27 ივნისი 2016

შეხვედრა სლოვაკ ექსპერტებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია სლოვაკეთის წყლის კვლევის ინსტიტუტის დირექტორსა და ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ზედაპირული წყლების შესახებ იმსჯელეს და დაბინძურების მონიტორინგის კუთხით დაგეგმილ სამომავლო გეგმებს გაეცნენ.
ექსპერტებმა სააგენტოს ქიმიური და ბიოლოგიური ლაბორატორიები დაათვალიერეს, წყლის სინჯების ანალიზების ჩატარების პროცედურებს გაეცნენ და სპეციალისტებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს.
 
 
 
 

სხვა სიახლეები