სიახლეები

02 ივლისი 2016

ზედაპირული წყლების მონიტორინგი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგს ახორციელებს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სააგენტოს უფროსთან ერთად კუს ტბაზე სინჯების აღების პროცესს პირადად დაესწრო.

ამჯერად, სააგენტოს სპეციალისტება გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს (ტემპერატურა, pH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა).

ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით აღებული სინჯები კი ტრანსპორტირებულ იქნა სააგენტოს ლაბორატორიაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ წყლების ქიმიური დამაბინძურებლების ანალიზი თანამედროვე აპარატურითა და აღჭურვილობით რეგულარულად ტარდება.

თბილისში საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები რეგულარულ მონიტორინგს განახორციელებენ თბილისის ზღვაზე, კუსა და ლისის ტბებზე.

სხვა სიახლეები