სიახლეები

08 ივლისი 2016

საქართველოში მოსული ნალექების რაოდენობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში აღინიშნა წვიმა, ზოგან - ძლიერი. უხვი ნალექების რაოდენობამ შეადგინა: სენაკი - 64 მმ, სამტრედია - 42 მმ, ჭალადიდი - 21 მმ, ნოქალაქევი - 27 მმ, ხაიში - 20 მმ, დიმი - 26 მმ, ზესტაფონი - 23 მმ, ტბეთი - 48 მმ, ახალციხე - 22 მმ, ბათუმი - 57მმ.
პირველადი ინფორმაციით, უხვი ნალექისა და მდინარე სულორის ადიდების შედეგად დაზარალდა ვანის მუნიციპალიტეტი.
სპეციალისტების განმარტებით ამჟამად ენგურის მარჯვენა შენაკადი - მდინარე ხაიშურაა ადიდებული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 ივლისამდე არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში.
 
 
 
 

სხვა სიახლეები