სიახლეები

08 ივლისი 2016

გარემოს ეროვნულ სააგენტოს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია და სააგენტოს უფროსის მოადგილე რამაზ გერლიანი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

სააგენტოს უფროსმა სტუმრებს უწყების საქმიანობა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ, სააგენტოს სინოპტიკოსი სტუდენტებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება.

სტუდენტებმა ასევე სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაათვალიერეს და მათ შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები