სიახლეები

14 ივლისი 2016

ჰაერის ავტომატური სადგურების მონტაჟი გრძელდება

თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგურების მონტაჟი გრძელდება.

ამჯერად ავტომატური სადგური წერეთლის გამზირზე დამონტაჟდა.

ავტომატური სადგურის საშუალებით დამაბინძურებელი ნივთიერებების ონლაინ მონიტორინგი განხორციელდება.

ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის ფრაქციების შემცველობა. ავტომატური სადგური 24 საათის განმავლობაში გაზომავს ჰაერში დამაბინძურებლებს და მონაცემებს ავტომატურ რეჟიმში გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადასცემს .

ავტომატური სადგურები ალ.ყაზბეგის გამზირზე და წერეთლის გამზირზე უკვე განთავსდა,უახლოეს დღეებში მსგავსი ტიპის სადგური ვარკეთილშიც დამონტაჟდება.

სხვა სიახლეები