სიახლეები

25 ივლისი 2016

26 - 31 ივლისს მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში

26-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32°, აღმოსავლეთ საქართველოში კი +28, +33° იქნება.

28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +23, +28° იქნება.

29-31 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება არამდგრადი ამინდი, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +27, +32°.

სხვა სიახლეები