სიახლეები

05 აგვისტო 2016

ოპერატიული ექსპედიცია მესტიაში

გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემოსული ინფორმაციით 2016 წლის აგვისტოს დასაწყისში, მდ. ტვიბერის ხეობის შუა წელში (სერისა და ასმაშის მყინვარების ყოფილი შეერთების ადგილი) მოხდა კდეზვავის მოწყვეტა და მდინარის კალაპოტის ჩახერგვა და ბუნებრივი ტბის წარმოქმნა. მოგვიანებით, სამთო გამყოლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაფიქსირდა აღნიშული ტბის წლის სარკის სწრაფი ზრდა, რაც ოპერატიული სადამკვირვებლო-კვლევითი მისიის განხორციელების საფუძველი გახდა.

აღნიშნული მისია ჩატარდა ოპერატიულად, 3 აგვისტოს, შშს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის მეშვეობით სააგენტოს თანამშრომლების მიერ აერო-რეკოგნიზსცირების, აეროგადაღებისა და საკვანძო უბანზე ადგილზე დათვალიერებით. დადგინდა, რომ მდინარის ნაკადმა, თანმიმდევრულად, წყალმოვარდების გარეშე, გაჭრა ბუნებრივი მორენულ-კლდეზვავური ნაყარი, და განტვირთა დაძაბულობა, რამაც ხელი შეუშალა შესაძლო ღვრაცოფული ნაკადის ან/და წყარმოვარდნის ფორმირებას, რაც ჰიპოტეტურად საფრთხეს შეუქმნიდა სოფ. ჟაბეშს. სწორედ ამ სოფლის მიმართ იდენტიფიცირებული საფრთხის გამო განხორციელდა აღნიშნული ოპერატიული მისიის ჩატარება.

ამ ეტაპზე მიმიდნარეობს აეროგადაღების მასლების კვლევა და შესაბამისი ანგარიშის დამუშავება.

სხვა სიახლეები