სიახლეები

23 აგვისტო 2016

სიონის წყალსაცავის წყლის ხარისხის კვლევა

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების დაბინძურების მონიტორინგს აგრძელებს.

სააგენტოს სპეციალისტებმა ამჯერად წყლის სინჯები სიონის წყალსაცავზე აიღეს. აღებული სინჯებიდან ადგილზე გახსნილი ჟანგბადის შემცველობა, ტემპერატურა, მარილიანობა, ელ.გამტარობა და pH განისაზღვრა.

წყლის სინჯები ტრანსპორტირებული იქნა სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, სადაც ქიმიური და მიკრობიოლოგიური შემადგენლობები განისაზღვრება.

სხვა სიახლეები