სიახლეები

01 სექტემბერი 2016

61 ტბასა და წყალსაცავზე სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები ჩატარდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მერ საქართველოს ტბების და წყალსაცავების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები განხორციელდა, რაც სრულფასოვან და კომპლექსურ იქთიოლოგიურ შეფასებას გულისხმობს. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სპეციალისტების მიერ 61 ტბა და წყალსაცავის, შესწავლა განხორციელდა და შესაბამისი  რეკომენდაციები მომზადდა . აღსანიშნავია,რომ საქართველოს ტბების და წყალსაცავების სრულფასოვანი და კომპლექსური იქთიოლოგიური შეფასება 25 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა. სპეციალისტების მიერ საქართველოს ტბებსა და წყალსაცავებზე 2015 და 2016 წელს განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგების ანგარიშიც მომზადდა, შეიქმნა ინტერაქტიური რუკა , რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსდება.

სხვა სიახლეები