სიახლეები

01 სექტემბერი 2016

სოფ.ომალოში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ომალოში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური დამონტაჟდა. აღნიშნული სადგური 24 საათიან რეჟიმში ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურის, სინოტივის, ქარის სიჩქარე/მიმართულების და ატმოსფერული ნალექების ინტენსივობის შესახებ მონაცემებს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიაწვდის. ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური მნიშვნელოვანია ამინდის პროგნოზის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით . ომალოს ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები მეტეოროლოგიურ მონაცემთა გაცვლის გლობალურ ქსელში ჩაირთვება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიმართ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შესრულებას.

სხვა სიახლეები