სიახლეები

05 სექტემბერი 2016

ტრენინგი ავტომატური სადგურების ტექნიკური მომსახურების შესწავლის მიზნით

იაპონელი სპეციალისტები სააგენტოს თანამშრომლებისათვის ავტომატური სადგურების ტექნიკური მომსახურების შესწავლის მიზნით და დამატებითი ინფორმაციისთვის ტრენინგს ატარებენ. სპეციალისტები მაქსიმალურად იქნებიან მომზადებული , რათა ავტომატურ სადგურებზე მონაცემების განსაზღვრა სიზუსტით მოხდეს.
აღსანიშნავია, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სამი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტომატური სადგური დამონტაჟდა. რომლის საშუალებითაც დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი მონიტორინგი განხორციელდება.

 

სხვა სიახლეები