სიახლეები

02 ოქტომბერი 2014

გუდაურში დონორთა ორდღიანი კონფერენცია იმართება

გუდაურში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით დონორთა ორ დღიანი კონფერენცია იმართება. კონფერენციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გახსნის. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დევდორაკი-ამალის ხეობა დაათვალიერებინა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ სტიქიური მოვლენების ეპიცენტრი იყო. კონფერენცია მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურებისა და სტიქიური მოვლენებით გამოწვეული ზიანის შემცირების პოლიტიკის განხილვას, სააგენტოსა და დონორ ორგანიზაციებს შორის საერთო მიზნების მისაღწევად ეფექტური კოორდინაციის გაღრმავებასა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას.

სხვა სიახლეები