სიახლეები

07 სექტემბერი 2016

ტრენინგი ღია კარიერული წესით წიაღით სარგებლობის შესახებ

აშშ-ს სატყეო სამსახურის სპეციალისტების მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ღია კარიერული წესით წიაღით სარგებლობის ობიექტების დამუშავების პროექტის შემოწმებასთან დაკავშირებით“ ტრენინგი მიმდინარეობს, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები ესწრებიან. შეხვედრაზე სპეციალისტები მადნების შემცველი საბადოების ღია კარიერული და მიწისქვეშა სამთო გამონამუშევრების დამუშავების საკითხებს, სამრეწველო მარაგების მოცულობის განსაზღვრას და მიმდინარე პროცესებს განიხილავენ. ტრენინგის ფარგლებში დაგეგმილია საველე გასვლები, სპეციალისტები საბადოების ტერიტორიებს ადგილზე დაათვალიერებენ და შეისწავლიან როგორ ხდება გარემოსდაცვითი და სანიტარული ნორმების დაცვა.

სხვა სიახლეები