სიახლეები

13 სექტემბერი 2016

იაპონელი სპეციალისტის ტრენინგი ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის

იაპონური კომპანიის (Ogawa Seiki Co. Ltd) წარმომადგენელმა გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ლაბორატორიული ხელსაწყოების ექსპლოატაციისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტს იაპონიის არასაპროექტო საგრანტო დახმარების ფარგლებში 67 ერთეული გამზომ-ანალიტიკური ხელსაწყო გადაეცა. ხელსაწყოები თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ლაბორატორიებში განთავსდება.

სხვა სიახლეები