სიახლეები

14 სექტემბერი 2016

ინდიკატორიული გაზომვების მეხუთე ეტაპი დაიწყო

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებებს ახორციელებს. სააგენტო 2015 წლიდან ჰაერის დაბინძურების ინდიკატორიულ გაზომვებს ახორციელებს.

დღეისათვის, აღნიშნული კვლევა საქართველოს მასშტაბით 17 მუნიციპალიტეტის 100-მდე წერტილში ოთხჯერ ჩატარდა.

მონიტორინგის  შედეგად  გარემოს ეროვნულ სააგენტოს გააჩნია მონაცემები ატმოსფერულ ჰაერში აზოტისა და გოგირდის დიოქსიდების, ოზონისა და ბენზოლის შემცველობის შესახებ.

ჰაერის სინჯების აღება სხვადასხვა ლოკაციებზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და გარეუბნებში ხორციელდება.

ამჟამად გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაზომვების მეხუთე ეტაპი დაიწყო.

2017 წელს გარემოს ეროვნული სააგენტო ინდიკატორული გაზომვების პუნქტების მნიშვნელოვან ზრდას გეგმავს.

სხვა სიახლეები