სიახლეები

17 სექტემბერი 2016

თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა სააგენტოში

უახლესი ლაბორატორიული ხელსაწყოები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანიმ და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.
 
აღჭურვილობა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში იაპონიის მთავრობის დახმარებით განთავსდება.
წყლისა და ნიადაგის მონიტორინგი ახალი ტექნოლოგიებით განხორციელდება, რაც სააგენტოს საშუალებას მისცემს დამაბინძურებელი ნივთიერების განსაზღვრაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახორციელოს.
 
განახლებული ტექნიკა, ასევე, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სააგენტომ მონიტორინგის წერტილების რაოდენობა გაზარდოს, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ხარისხს გააუმჯობესებს.

სხვა სიახლეები