სიახლეები

19 სექტემბერი 2016

19-25 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

19–20 სექტემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნდება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +26, +31° იქნება. 

21 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 3 – 5° - ით დაიკლებს. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება 24 სექტემბრამდე. იქროლებს ძლიერი ქარი.

23 და 24 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა +20, +25° - ის ფარგლებშია მოსალოდნელი. 25 სექტემბერს გამოიდარებს.

სხვა სიახლეები