სიახლეები

26 სექტემბერი 2016

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში 26 სექტემბერს - 2 ოქტომბერს

26 - 27 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +25° იქნება. 28 სექტემბრიდან საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან დაიწყება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გაწვიმდება, მაღალმთაში ზოგან მოთოვს, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. უამინდობა შენარჩუნდება 1 ოქტომბრამდე. ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის მასშტაბით +15, +20° - ის ფარგლებში იქნება. 1 – 2 ოქტომბერს  თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სხვა სიახლეები