სიახლეები

28 სექტემბერი 2016

გარემოს ეროვნულ სააგენტოს IDFI- ს ჯილდო გადაეცა

ჯილდო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100 % მაჩვენებლისთვის სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) და ფონდის ”ღია საზოგადოება - საქართველოს” (OSGF) ორგანიზებით, საქართველოში ყველაზე ღია და დახურული საჯარო დაწესებულებების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არსებული სასამართლო პრაქტიკა და 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ძირითადი ტენდენციები და შედეგები განიხილეს. როგორც ყველაზე ღია და გამჭვირვალე საჯარო უწყება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დაჯილდოვდა. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100% მაჩვენებლისთვის ჯილდო, ასევე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაეცა.

სხვა სიახლეები