სიახლეები

28 სექტემბერი 2016

გარემოს ეროვნული საააგენტო დაბინძურების მონიტორინგს ექსპრეს-ლაბორატორიით განახორციელებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე,  გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს იწყებს -  სააგენტოს სპეცილისტები  ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების  და ხმაურის  მონიტორინგს და მათ შესაბამისობას  ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან  უკვე მოძრავი  ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ.

ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები   თბილისის სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით განახორციელებენ.

სააგენტოს სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში  გადაადგილდებიან და სამუშაოებს თბილისის 50-მდე წერტილში  განახორციელებენ.

სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს,  ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი  გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.

ექსპრეს-ლაბორატორიული კვლევები  მომავალში რეგიონებსაც მოიცავს.

უახლოესი 5 დღის განრიგი:

 

28 სექტემბერი

 

  • აეროპორტის დასახლება
  • ისთ პოინტთან
  • ლილოს დასახლება
  • მეტროს სადგურ „ვარკეთილთან“
  • მოსკოვის გამზირი

 

 

29 სექტემბერი

 

  • ფონიჭალის დასახლება
  • მეტროს სადგურ „300 არაგველთან“
  • მეტროს სადგურ „ავლაბართან“
  • ორთაჭალის  ავტოსადგური
  • აბანოთუბანი
  • ლეღვთახევი

 

 

      30 სექტემბერი

 

 

  • პარლამენტის შენობასთან
  • 51-ე სკოლასთან
  • კოსტავას ქუჩა
  • ვაჟა-ფშაველას გამზირი
  • გამსახურდიას გამზირი
  • არაყიშვილის ქუჩა
  • მდ.ვერე

 

 

1 ოქტომბერი

 

  • ნუცუბიძის პლატო
  • ვაშლიჯვარი
  • დიდი დიღომი
  • ავტოსადგურ „ოკრიბასთან“
  • დიღმის მასივი

 

 

2 ოქტომბერი

 

  • მეტროს სადგურ „მარჯანიშვილთან“
  • მეტროს სადგურ „სადგურის მოედანთან“
  • მეტროს სადგურ „ნაძალადევთან“
  • მეტროს სადგურ „სარაჯიშვილთან“
  • მეტროს სადგურ „ახმეტელთან“
  • მდ.გლდანისხევი

 

 

სხვა სიახლეები