სიახლეები

29 სექტემბერი 2016

გარემოს ეროვნული საააგენტო დაბინძურების მონიტორინგს უკვე ექსპრეს-ლაბორატორიით ახორციელებს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო. სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, სტუდენტებთან და სპეცილისტებთან ერთად უნივერსიტეტის ქუჩაზე მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს. ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები თბილისის სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ. სააგენტოს სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან და სამუშაოებს თბილისის 50-მდე წერტილს მოიცავენ. სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს. ექსპრეს-ლაბორატორიული კვლევები მომავალში რეგიონებსაც მოიცავს.

სხვა სიახლეები