სიახლეები

03 ოქტომბერი 2016

გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალ პროექტი გრძელდება

სააგენტოს სპეციალისტებმა ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ბაგებში, წყნეთსა და კოჯორში განახორციელეს. აღსანიშნავია, რომ ექსპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები თბილისის სხვადასხვა წერტილში. გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ. სააგენტოს სპეციალისტები მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან და სამუშაოებს თბილისის 50-მდე წერტილს მოიცავენ .ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს. ექსპრეს-ლაბორატორიული კვლევები მომავალში გაგრძელდება.

სხვა სიახლეები