სიახლეები

28 ოქტომბერი 2014

მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის განხორციელება

გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტი დასრულდა. პროექტის ფარგლებში ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში (ალაზანი–აგრიჩაის არტეზიულ აუზში) არსებულ ოთხ ჭაბურღილზე ავტომატურად გამზომი ხელსაწყოები დამონტაჟდა და მიწისქვეშა წყლების უწყვეტი მონიტორინგი დაიწყო. ჭაბურღილებზე დამონტაჟებული აპარატურა ონლაინ რეჟიმში უწყვეტად ახორციელებს ინფორმაციის მიწოდებას წყლის სხვადასხვა პარამეტრების შესახებ (წყლის დონე, დებიტი, წნევა). მსგავსი აპარატურის დამონტაჟება უახლოეს პერიოდში საქართველოს სხვა რეგიონებშიც იგეგმება. ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების განმახორციელებელს მიმდინარე პროექტში ჩეხური კომპანია Geotest წარმოადგენდა.

სხვა სიახლეები