სიახლეები

05 ოქტომბერი 2016

ექსპრეს-ლაბორატორიით მონიტორინგი გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, სპეციალისტებთან ერთად სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგი მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით განახორციელეს.

სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კვლევებში მოსახლეობამაც მიიღო მონაწილეობა მათ საშუალება ქონდათ ადგილზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს, ელ.მაგნიტურ გამოსხივებას და ხმაურის გაზომვის შედეგებს ადგილზე გაცნობოდნენ.

სპეციალისტები კვლევებს თბილისის მასშტაბით ახორციელებენ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.

სხვა სიახლეები