სიახლეები

07 ოქტომბერი 2016

მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია პროექტის “მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხილვა და განახლება” ფარგლებში შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე მხარეებმა პროექტის ფარგლები მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების მართვასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს და ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების ინვენტარიზაციის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრას სააგენტოს სპეციალისტები, სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები