სიახლეები

29 ოქტომბერი 2014

ვაშლიჯვარში რადიაციის გამზომი აპარატურა დამონტაჟდა

ვაშლიჯვარში,გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხარდაჭერით დამონტაჟდა ატმოსფერულ ჰაერში რადიოაქტიური აეროზოლების მონიტორინგის უახლესი ავტომატური სისტემა. 
სისტემის დამონტაჟების პროცესს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვლადიმერ ლაზარიშვილი დაესწრნენ.
სპეციალური აპარატურა-ASU-HV120-0 ავსტრიელი სპეციალისტების კონსულტაციით დამონტაჟდა.სისტემის საშუალებით შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ჰაერის დიდი მოცულობის სინჯების აღება და გამა-ზონდის მეშვეობით ონლაინ რეჟიმში აეროზოლების (იოდის, ქსენონის, კრიპტონის და სხვა) აქტივობის კონცენტრაციების განსაზღვრა.
სისტემის ამოქმედება გააუმჯობესებს რადიაციული ფონის მონიტორინგის დღეს არსებულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადრეულ გაფრთხილებას რადიაციული საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში.აღნიშნული სისტემები დედაქალაქის გარდა უახლოეს პერიოდში ახალციხესა და ქობულეთშიც დამონტაჟდება.

სხვა სიახლეები