სიახლეები

20 ოქტომბერი 2016

თამარ ბაგრატია სტუმრად ქუთაისის უნივერსიტეტში

 გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს შეხვდა. სააგენტოს უფროსმა სტუდენტებს ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესი ადგილზე გააცნო და სპეციალისტებთან ერთად ატმოსფერული ჰაერის, ხმაურისა და ელ.მაგნიტური გამოსხივება განსაზღვრა ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობაში. თამარ ბაგრატიამ დამსწრე საზოგადოებას სააგენტოს საქმიანობა გააცნო და ქუთაისში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები წარუდგინა. შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებმა მათთვის აქტუალურ საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და გარემოს ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ახალ პროექტებს გაეცნენ. ექსპრეს -ლაბორატორიით გარემოს დაბინძურების მონიტორინგი რეგიონებში კვლავ გაგრძელდება.

სხვა სიახლეები