სიახლეები

20 ოქტომბერი 2016

რეგიონებში ექსპრეს- ლაბორატორიით გარემოს დაბინძურების მონიტორინგი გრძელდება

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო - სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცეს დაესწრო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს გარემოს მონიტორინგის დაბინძურების შედეგები გააცნო. ჟურნალისტებმა, სპეციალისტების დახმარებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის, ხმაურისა და ელ.მაგნიტური გამოსხივება ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან შესაბამისობაში განსაზღვრეს. აღსანიშნავია, რომ ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები გარემოს დაბინძურების კვლევებს რეგიონებში ახალი ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.

სხვა სიახლეები