სიახლეები

15 ნოემბერი 2014

გარემოს ეროვნული სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს დელეგაცია, საგენტოს უფროსის პირველი მოადგილის გაგა გვარამიას ხელმძღვანელბით, ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩეხეთის განვითარების სააგენტოში, ჰიდრომეტეოროლოგიურსა და გეოლოგიურ ინსტიტუტებში და კომპანია „გლომექსის" ხელმძღვანელობასთან. 
აღნიშნული შეხვედრების შედეგად მოხდა ინფორმაციის გაცვლა და გამოცდილების გაზიარება სააგენტოს წინაშე არსებული ყელა მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ. განხილული იქნა თემები აგრომეტეოროლოგიის, ჰიდროემეტეოროლოგიური მონაცემების დაკვირვების ქსელის, საგზაომეტეოროლოგის, რადარის მომსახურების, ტელეკომუნიკაციების ქსელის,  მიწისქვეშა წყლების მონიტორინგის და  ტექნიკის გაცვლის კუთხით.
დელეგაციამ  ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად, ასევე განიხილა მიმდინარე პროექტები და მომავლ წელს განსახორციელებელი საპროექტო წიანადადებები მიაწოდა. 

სხვა სიახლეები