სიახლეები

24 ოქტომბერი 2016

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში 24 - 30 ოქტომბერს

24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება მცირე წვიმა.

25 - 26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. აღმოსავლეთ საქართველოში მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა (+2, +7 გრადუსამდე). თბილისის შემოგარენში და კახეთში შესაძლოა თოვლჭყაპიც აღინიშნოს.

27 – 28 ოქტომბერს  გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა  დასავლეთ საქართველოში   +15, +20 °- მდე, აღმოსავლეთ საქართველოში +8, +13 ° - მდე მოიმატებს .

29 – 30 ოქტომბერს კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. 

სხვა სიახლეები