სიახლეები

18 ნოემბერი 2014

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა საქართველოში

არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, კონფერენცია - „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ - გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების წევრებმა. შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლებმა, ასევე, საქართველოში ევროკავშირის წარმოადგენლობის, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული ოფისის, დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.
შეხვედრაზე, კლიმატურ საკითხებთან დაკავშირეით, მოხსენება წაიკითხა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსმა რამაზ ჭითანავამ.
მოხსენებაში ძირითადი აქცენტები გაკეთებული იყო საქართველოში არსებული კლიმატის თავისებურებებზე და მის მნიშვნელობაზე სოფლის მეურნეობაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ძირითად ფუნქციებსა და აგრომეტეოროლოგიური ინფორმაციული პროდუქციის სახეობებზე. ასევე, განხილული იყო კლიმატის ცვლილების გავლენის შეფასება სოფლის მეურნეობაზე, შესაბამისი შედეგები და პერპექტივები.
კონფერენციაზე შემუშავდა რეკომენდაციები, რომლებიც უახლოს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის.

სხვა სიახლეები