სიახლეები

03 ნოემბერი 2016

მონაწილეობა რეგიონალურ ტრენინგში

გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ ქალაქ ათენში ,ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე მხარეებმა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების განაწილების თანამედროვე მეთოდების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები განიხილეს. ტრენინგის ფარგლებში უცხოელმა სპეციალისტებმა ატმოსფერული ჰაერის კვლევების გამოცდილება ქართველ სპეციალისტებს გაუზიარეს.

სხვა სიახლეები