სიახლეები

03 ნოემბერი 2016

გეოლოგიური ფონდების აღრიცხვა დიგიტალიზაცია

გარემოს ეროვნული სააგენტო „გეოლოგიური ფონდების საარქივო მასალების აღრიცხვა დიგიტალიზაცია“ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სააგენტოს და ეროვნული არქივის სპეციალისტების მიერ 1850 წლიდან დღემდე არსებული გეოლოგიური მასალების ელექტრონულ ფორმატში დაარქივება მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ უკვე 10 000-მდე გეოლოგიური ანგარიშია დაარქივებული. გეოლოგიურ ფონდებში დაცული ანგარიშების ელ.ბაზის შექმნა მნიშვნელოვანია გეოლოგებისათვის, ინვესტორებისთვის ასევე სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლებისათვის. ფონდებში დაცული უძველესი მასალების დეგიტალიზაციით გამარტივდება შესასწავლი ტერიტორიების აღრიცხვა და მონაცემთა ბაზების შექმნა, რაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა..

სხვა სიახლეები