სიახლეები

17 ნოემბერი 2016

თბილისში მეწყრულ უბნებზე ინსტრუმენტალური მონიტორინგული ქსელი მოეწყო

გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა,მეწყრული უბნების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით , რისკისშემცველ ტერიტორიებზე (შეშელიძის, ლიბანის ქუჩებისა და მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის მონაკვეთებზე) მონიტორინგის ქსელის მოწყობა განახორციელეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალისტებმა, 9 ჭაბურღილი და 39 ერთეული სადამკვირვებლო ქსელი დაამონტაჟეს . მონიტორინგის შედეგად გეოლოგებს შესაძლებლობა აქვთ რისკიშემცველი ტერიტორიის მოძრაობის მექანიზმი, ინტენსივობა და მიწისქვეშა წყლების დონეების ცვალებადობა განსაზღვრონ.

სხვა სიახლეები