სიახლეები

21 ნოემბერი 2016

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში 21 - 27 ნოემბერს

21 - 27 ნოემბერს  დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა  +11, + 16° იქნება.  21 – 23 ნოემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე  და ზემო იმერეთში იქროლებს აღმოსავლეთის ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

21 - 24 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და ზოგან ნალექიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა   +2, + 7° იქნება.

25 - 27 ნოემბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +9, + 14° იქნება.

სხვა სიახლეები