სიახლეები

22 ნოემბერი 2016

თამარ ბაგრატია სამოქალაქო საზოგადოების ფორუმს დაესწრო

საქართველოს მთავრობისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია დაესწრო. შეხვედრაზე, მხარეებმა გარემოს დაბინძურების შესახებ და მის გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს. კერძოდ, განხილული იქნა საქართველოში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სისტემის არსებული მდგომარეობა და მისი ჰარმონიზება ევროკავშირის დირექტივებთან.კონფერენციაზე სააგენტოს უფროსმა საზოგადოებას გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობა გააცნო, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები