სიახლეები

23 ნოემბერი 2016

მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი საქართველოში 23 – 27 ნოემბერს

 23 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ქრის ძლიერი ქარი, დღის ბოლომდე და ღამის საათებში მოსალოდნელია ქარის დროგამოშვებით გაძლიერება 28 მ/წმ - დე. ხვალიდან ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 - 22 მ/წმ-შია მოსალოდნელი. 25 ნოემბრიდან ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს ზოგან მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იქნება. ღამის საათებში ბარში ყინვებია მოსალოდნელი (-2, -7 გრადუსის ფარგლებში, თბილისში -2, -4 გრადუსი). 25ნოემბრიდან შედარებით დათბება და უნალექო ამინდი იქნება.

სხვა სიახლეები