სიახლეები

24 ნოემბერი 2016

სააგენტოში ჩეხური პროექტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნულ სააგენტოში, ჩეხური პროექტის („საქართველოში სატრანსპორტო დერეფნების უსაფრთხოების გაზრდა საგზაო მეტეოროლოგიის განვითარების გზით“) ფარგლებში პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად დაესწრო.

შეხვედრაზე ჩეხურმა მხარემ  საქართველოს სამ წერტილში დამონტაჟებული საგზაო მეტეოროლოგიური სადგურების მუშაობის პრინციპებისა და ტექნიკური შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებმაც სპეციალური სწავლება გაიარეს,  სერტიფიკატები გადასცა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში საგზაო მეტეოროლოგიური სადგურები დამონტაჟდა „ტრასეკას“ საგზაო მონაკვეთზე (ქ. გორთან) და საქართველოს სამხედრო გზის ორ საგზაო მონაკვეთზე (სოფ. გველეთთან და ჟინვალის წყალსაცავთან).

ღონისძიების დასკვნით ნაწილში სააგენტოს უფროსმა და კომპანია „GEOtest, a.s.”-ის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს აღჭურვილობის გადაცემის დოკუმენტს. 

სხვა სიახლეები