სიახლეები

01 დეკემბერი 2016

შეხვედრა ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხეთის გეოლოგიის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში მოისმინა. პროექტის - „მეწყერის ფორმირების ალბათობის შეფასება საქართველოს მთიან რეგიონებში დუშეთის მუნიციპალიტეტში საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებების, საერთაშორისო გზების და მილსადენების მაგალითზე” ფარგლებში, ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის სპეციალისტებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სამ მეწყრულ-ღვარცოფულ უბანზე თანამედროვე მოწყობილობები დაამონტაჟეს. მეწყრულ-ღვარცოფულ, უბნებზე მონიტორინგის გაძლიერების მიზნით მთელი რიგი სამუშაოები ხორციელდება, დუშეთის ამ უბანზე მონიტორინგი უკვე ონლაინ რეჟიმში განხორციელდება, მიღებული ინფორმაცის შედეგად კი გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობა ექნება სტიქიური გეოლოგიური პროცესების დინამიკა განსაზღვროს. პროექტი ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განხორციელდა.

სხვა სიახლეები